
მაიკლ კარპენტერი საარჩევნო სისტემის თაობაზე საქართველოს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიღწეულ შეთანხმებას ეხმიანება
08/03/2020 18:14:20 საშინაო პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა
აშშ-ის თავდაცვის მდივნის ყოფილი მეორე მოადგილე, ბაიდენის ცენტრის დირექტორი მაიკლ კარპენტერი საარჩევნო სისტემის თაობაზე საქართველოს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიღწეულ შეთანხმებას ეხმიანება.
„კარგი ამბები ისმის საქართველოდან. მმართველი გუნდი და ოპოზიცია 120/30-ზე მოდელზე შეთანხმდნენ. რეალური ტესტი იქნება ის, თუ როგორ ჩატარდება არჩევნები ოქტომბერში“, – წერს კარპენტერი სოციალურ ქსელში.
8 მარტს ოპოზიცია და ხელისუფლება საარჩევნო მოდელზე შეთანხმდნენ.