Accentnews.ge
ODIHR–ის დირექტორი: „მოხარული ვარ, რომ საარჩევნო სისტემის თაობაზე შეთანხმებას მიაღწიეს“

ODIHR–ის დირექტორი: „მოხარული ვარ, რომ საარჩევნო სისტემის თაობაზე შეთანხმებას მიაღწიეს“

08/03/2020 18:24:21 საშინაო პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა

ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ODIHR) დირექტორი ინგიბიორგ სოლრუნ გისლადოტირი საარჩევნო სისტემის თაობაზე საქართველოს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიღწეულ შეთანხმებას მიესალმება.

„მოხარული ვარ, რომ საარჩევნო სისტემის თაობაზე შეთანხმებას მიაღწიეს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია მიმდინარე წლის საპარლამეტო არჩევნებისთვის, რომელსაც ODIHR– ის დამკვირვებლები ადგილზე სრულფასოვნად შეაფასებენ“, – წერს გისლადოტირი სოციალურ ქსელში.

8 მარტს ოპოზიცია და მმართველი გუნდი საარჩევნო მოდელზე შეთანხმდნენ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S