
განათლების გზაზე არ გაჩერდე - „საქართველოს ბანკი“ განათლების მთავარი მხარდამჭერი ბანკი
15/09/2025 16:23:00 საზოგადოება, რეკლამა
ჟინი განათლების გზაზე არ გაჩერებაა- ის არის ძალა, რომელიც გეხმარებამაქსიმალურად გამოავლინოპოტენციალი და აღმოაჩინოგანათლების შესაძლებლობები.
მოსწავლეებისთვის, სტუდენტებისთვის, ახალგაზრდა პროფესიონალებისთვის და მასწავლებლებისთვის საქართველოს ბანკი შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. სწორედ ამიტომ, 40-ზე მეტსაგანმანათლებლო პროექტს ახორციელებს, რითაც 500 000-ზე მეტიახალგაზრდისთვის ქმნის განათლებისშესაძლებლობას. ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებგვერდზე ganatleba.bog.ge
განათლების შესაძლებლობებიმოსწავლეებისთვის:
„საქართველოს ბანკის“ და კომაროვისSTEM სკოლა - ახალგაზრდებში მომავლის პროფესიების პოპულარიზაციის მიზნით, საქართველოს ბანკი, კომაროვთან ერთად, STEM სკოლის პროექტს ახორციელებს, რომლის ფარგლებშიც VII-XI კლასის მოსწავლეებს აძლევს შესაძლებლობას:
- გაიარონ 1-წლიანი სასწავლო კურსი ონლაინ;
- დაეუფლონ მომავლის პროფესიებს;
- მიიღონ სერტიფიცირებული, აკადემიური ცოდნა STEM მიმართულებით.
კურსი ონლაინ ტარდება, რაც საქართველოს მასშტაბით მცხოვრებ მოსწავლეებს აძლევს შესაძლებლობას, გაკვეთილებს ნებისმიერი წერტილიდან დაესწრონ.
ამასთან, საქართველოს ბანკი ყოველწლიურად საუკეთესო შედეგების მქონე 60 მოსწავლეს 100%-ით, ხოლო 30-ს 50%-ით უფინანსებს სწავლას.
სასკოლო ოლიმპიადები
ახალგაზრდებისთვის განათლების შესაძლებლობების შესაქმნელად, საქართველოს ბანკი არაერთ სასკოლო ოლიმპიადას ახორციელებს და უჭერს მხარს. მათ შორისაა:
STEM ოლიმპიადა - ეს კომაროვის სკოლასთან თანამშრომლობით შექმნილი პროექტია, რომლის ფარგლებშიც მოსწავლეები თეორიული და პრაქტიკული ამოცანების გადაჭრაზე მუშაობენ. საპრიზო ადგილზე გასულ სკოლის გუნდს საქართველოს ბანკისგან ფულადი პრიზი10 000 ლარი გადაეცემა.
ევერესტი - I-VI კლასის მოსწავლეებისთვის გამართული ყველაზე მასშტაბური მათემატიკური ოლიმპიადაა, რომელიც სეზონურად ტარდება და მასში მონაწილეობას 17 000-ზე მეტი მოსწავლე იღებს. ევერესტის გენერალური სპონსორი საქართველოს ბანკია. ოლიმპიადის ფარგლებში, ოქროს ტურის 2 გამარჯვებული მოსწავლე საქართველოს ბანკისგან 5000 ლარის ოდენობისსტიპენდიას იღებს.
საქართველოს ბანკის ინოვაციურიბიბლიოთეკები - იდეათეკები
მოსწავლეებისთვის შემეცნებისა და განათლების კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობის შესაქმნელად, საქართველოს ბანკმა ინოვაციური ბიბლიოთეკები - იდეათეკები საქართველოს 11 რეგიონის 25 სკოლაში გახსნა.
ყოველი იდეათეკა აღჭურვილია მრავალფეროვანი, 2000-მდე წიგნისგან შემდგარი ბიბლიოთეკით, განათლების მისაღებად საჭირო თანამედროვე ინსტრუმენტებით - კომპიუტერებითა და პროექტორებით, STEM კუთხით.
საქართველოს ბანკის ინოვაციური ბიბლიოთეკების რაოდენობა კიდევ გაიზრდება და უსაზღვრო აღმოჩენების სივრცეზე უფრო მეტ ახალგაზრდას მისცემს წვდომას.
შესაძლებლობები სტუდენტებისთვისდა ახალგაზრდაპროფესიონალებისთვის:
საქართველოს ბანკის სტიპენდია დაგიორგი ჩახავას სახელობის სტიპენდია- პროექტი შესაძლებლობას აძლევს მიზანდასახულ და მოტივირებულ სტუდენტებს, მიიღონ სწავლის ერთწლიანი, 100%-იანი ან ნაწილობრივი დაფინანსება. უკვე გამოვლინდა საქართველოს ბანკი 350-ზე მეტი სტიპენდიატი და მათი რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია stipendia.bog.ge
სწავლა დიდ ბრიტანეთში, აშშ-სა დაგერმანიაში - CHEVENING-ის, Fulbright-ისა და ნიკა გუჯეჯიანის სასტიპენდიო პროგრამების ფარგლებში, საქართველოს ბანკი ახალგაზრდა პროფესიონალებს შესაძლებლობას აძლევს, სრული დაფინანსებით ისწავლონ წამყვან უნივერსიტეტებში, სამაგისტრო საფეხურზე. ინიციატივის ფარგლებში, უკვე გამოვლინდა საქართველოს ბანკის 50-ზე მეტი სტიპენდიატი, რომლებიც სასწავლებლად დიდ ბრიტანეთში, აშშ-სა და გერმანიაში გაემგზავრნენ. განათლების შესაძლებლობების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს stipendia.bog.ge
საქართველოს ბანკის მიერახალგაზრდების მხარდასაჭერადშექმნილი ინიციატივების შესახებდეტალური ინფორმაციახელმისაწვდომია ვებგვერდზე: ganatleba.bog.ge-ზე.