Accentnews.ge
„მოძრაობა აფხაზეთისთვის“: გეკა გელაძემ ბელარუსის ოფიციალურ პირებთან დააყენა თუ არა საკითხი ლუკაშენკოს ოკუპირებულ აფხაზეთში ვიზიტზე?

„მოძრაობა აფხაზეთისთვის“: გეკა გელაძემ ბელარუსის ოფიციალურ პირებთან დააყენა თუ არა საკითხი ლუკაშენკოს ოკუპირებულ აფხაზეთში ვიზიტზე?

19/09/2025 16:33:00 კონფლიქტები, პოლიტიკა

,,მოძრაობა აფხაზეთისთვის" საქართველოს სადავო ლეგიტიმაციის მქონე შს მინისტრის გეკა გელაძის ჩინეთში ვიზიტს ეხმიანება. 

კერძოდ, საქმე ეხება ვიზიტის ფარგლებში გეკა გელაძის ბელარუს მაღალჩინოსნებთან შეხვედრას. მოძრაობა დაინტერესდა, იყო თუ არა შეხვედრაზე საუბარი ბელარუსის პრეზიდენტის ოკუპირებულ აფხაზეთში ვიზიტზე. 

,,მოძრაობა აფხაზეთისთვის"  თვლის, რომ დევნილი და არა მარტო დევნილი საზოგადოებისთვის, პრინციპულად მნიშვნელოვანი და საინტერესოა, როცა “ქართული ოცნების” შინაგან საქმეთა მინისტრი ჩინეთში ვიზიტისას,  შეხვდა ბელორუსიის  საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელს იყო თუ არა საუბარი შემდეგ საკითხებზე: 

1. ბელორუსიის პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი ოკუპირებულ აფხაზეთში 2022 წ. 28 სექტემბერს;

2. ბელორუსიის პრეზიდენტის მიერ, საქართველოს კანონის ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ დარღვევა;

3. ოფიციალური მიწვევა და ვიზიტი დე-ფაქტო აფხაზეთის  ხელისუფლების    წარმომადგენლების  მინსკში.

   გვაინტერესებს იყო თუ არა ამ საკითხებზე საუბარი და თუ იყო რა პოლიტიკური და სამართლებლივი შეფასება მისცა  გელა გელაძემ” - ნათქვამია განცხადებაში. 


ცნობისთვის: საქართველოს სადავო ლეგიტიმაციის მქონდ შინაგან საქმეთა მინისტრი გელა გელაძე, სხვა მაღალჩინოსნებთან ერთად, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.

ის იქ შეხვდა ჩინეთის, ასევე ბელარუსისა და ყაზახეთის სამართალდამცავი სტრუქტურების წარმომადგენლებს.

ბელარუსის საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელი დმიტრი ჰარა, ვისაც გელაძე შეხვდა, ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის, აშშ-ისა და სხვების მიერაა სანქცირებული.

ინფორმაცია ჩინეთის და ყაზახეთის მინისტრებთან შეხვედრის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრმა გაავრცელა, ხოლო ბელარუსელ მაღალჩინოსანთან - ბელარუსის საგამოძიებო კომიტეტმა.

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანია ბელორუსის პრეზიდენტს ალექსანდრ ლუკაშენკას ბიჭვინთაში 2022 წლის სექტემბერში შეხვდა.

ბჟანიამ შეხვედრაზე განაცხადა, რომ ლუკაშენკა აფხაზეთისთვის  „ძალიან მისასალმებელი სტუმარია, რომელსაც დიდხანს ელოდნენ“. მისი თქმით, 1996 წლის იანვარში, დსთ-ს სამიტზე, სწორედ ლუკაშენკამ ისაუბრა ომის შემდგომი აფხაზეთის ეკონომიკური ბლოკადის წინააღმდეგ.

ბჟანიამ მადლობა გადაუხადა ლუკაშენკას ჩასვლისთვის და განაცხადა, რომ იმედოვნებს, ეს ვიზიტი ბელორუსსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის ურთიერთობები გაღრმავდება.


ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S