Accentnews.ge
მოიწვიე ფინედუ კლასში - ერთად შევუწყოთ ხელი ეკონომიკური განათლების ზრდას

მოიწვიე ფინედუ კლასში - ერთად შევუწყოთ ხელი ეკონომიკური განათლების ზრდას

19/09/2025 16:00:00 საზოგადოება, რეკლამა

31 ოქტომბერი დაზოგვის მსოფლიო დღეა, რომელიც წელს უკვე 101-ედ აღინიშნება. ინიციატივას საქართველო 2012 წლიდან შეუერთდა და ამ თარიღთან დაკავშირებით სხვადასხვა საგანმანათლებლო თუ საინფორმაციო აქტივობა ხორციელდება.

წელს, კამპანიის ფარგლებში პროექტი „მოიწვიე ფინედუ კლასში“ იგეგმება, რომელიც მოსწავლეებში ეკონომიკური და ფინანსური განათლების ზრდის ხელშეწყობას ისახავს მიზნად.

ინიციატივის ფარგლებში, ფინედუს დესპანები სკოლებს 2-31 ოქტომბრის შუალედში ესტუმრებიან და ახალგაზრდებს ისეთ საბაზისო ეკონომიკურ პრინციპებს აუხსნიან, როგორიცაა დანაზოგის შეგროვება, ფინანსების სწორი განკარგვა და სხვა. გაკვეთილები V-XII კლასის მოსწავლეებს ჩაუტარდებათ. 

  • V-VII კლასელებისთვის ფინედუს დესპანები პრეზენტაციითა და თამაშის ელემენტებით ჩაატარებენ გაკვეთილებს;
  • VIII-XII კლასელებს კი ფინედუს დესპანები პრეზენტაციასთან ერთად, სპეციალური სამაგიდო თამაშით -„ფინანსური ასოციაციობანა“ ესტუმრებიან და ბავშვებს ფინანსურ ტერმინებზე დააფიქრებენ. სამაგიდო თამაში "ფინანსური ასოციაციობანა" შემუშავდა საქართველოს ეროვნული ბანკის ინიციატივით, საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, კომპანია "თამაშობანას" მიერ.

ინიციატივის ფარგლებში დესპანები საქართველოს ბანკის თანამშრომლებიც იქნებიან.

ამასთან, „მოიწვიე ფინედუ კლასში“ ინიციატივა ეროვნული ვალუტის - ლარის შემოღებიდან 30 წლის იუბილეს ეძღვნება.

ინფორმაციისთვისდაზოგვის მსოფლიო დღისისტორია 1924 წელს იწყებასწორედ ამ დღესიტალიის ქალაქ მილანში ჩაეყარა საფუძველი იმთარიღსრომელსაც თანამედროვე მსოფლიოსარაერთი ქვეყანა უერთდება და სხვადასხვაღონისძიებით აღნიშნავსდაზოგვის მსოფლიოდღის მიზანია მოსახლეობაში დაზოგვისსარგებლიანობის შესახებ ცნობიერების ამაღლებაფინანსური ცოდნის გაღრმავება და დაზოგვისწახალისებასაქართველოში ამ ინიციატივისძირითად სამიზნე ჯგუფი ბავშვები და ახალგაზრდებიარიანდაზოგვის დღეს თავისი სიმბოლოც ჰყავს - ჭიანჭველა "გროვია".

ღონისძიებასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S