Accentnews.ge
მარგუს ცაჰკნა: ესტონეთის საჰაერო სივრცის დარღვევა სრულიად ნათელია და რუსეთი კვლავ იტყუება - ჩვენ გვახსოვს 2008 წელს საქართველოს ოკუპაცია, 2014 წელს ყირიმში შეჭრა და 2022 წელს უკრაინის წინააღმდეგ აგრესია

მარგუს ცაჰკნა: ესტონეთის საჰაერო სივრცის დარღვევა სრულიად ნათელია და რუსეთი კვლავ იტყუება - ჩვენ გვახსოვს 2008 წელს საქართველოს ოკუპაცია, 2014 წელს ყირიმში შეჭრა და 2022 წელს უკრაინის წინააღმდეგ აგრესია

22/09/2025 19:38:07 ევროპა, პოლიტიკა

ესტონეთის საჰაერო სივრცის დარღვევა სრულიად ნათელია და რუსეთი კვლავ იტყუება - ჩვენ გვახსოვს 2008 წელს საქართველოს ოკუპაცია, 2014 წელს ყირიმში შეჭრა და 2022 წელს უკრაინის წინააღმდეგ აგრესია, - ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარგუს ცაჰკნამ გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომელიც ესტონეთმა რუსული მოიერიშე თვითმფრინავების მიერ მისი საჰაერო სივრცის დარღვევის გამო მოიწვია.

მარგუს ცაჰკნას განცხადებით, ესტონეთს რუსული გამანადგურებლების მიერ მისი საჰაერო სივრცის დარღვევის „მყარი ფაქტები და მტკიცებულებები აქვს“ და მან საბჭოს ესტონეთის საჰაერო რადარიდან ამონაბეჭდი ფოტოსურათები წარუდგინა.

„რუსული თვითმფრინავები რაკეტებით იყვნენ აღჭურვილი და საბრძოლო მზადყოფნაში იმყოფებოდნენ. დარღვევა სრულიად ნათელია და რუსეთი კვლავ იტყუება, ისე როგორც ადრე არაერთხელ მოიტყუა. ჩვენ გვახსოვს 2008 წელს საქართველოს ოკუპაცია, 2014 წელს ყირიმში შეჭრა და 2022 წელს უკრაინის წინააღმდეგ აგრესია. ამიტომ, გთხოვთ, ისევ აღარ მოიტყუოთ. მყარი მტკიცებულებები გვაქვს“, - განაცხადა მარგუს ცაჰკნამ.

მანამდე, გაერო-ში რუსეთის წარმომადგენლის პირველმა მოადგილემ, დმიტრი პოლიანსკიმ „ესტონეთი ტყუილების გავრცელებაში“ დაადანაშაულა.

„ჩვენმა მეზობლებმა ახლა მოიგონეს, რომ რუსეთი ესტონეთის საჰაერო სივრცეში შეჭრაშია დამნაშავე. როგორც ყოველთვის, არანაირი მტკიცებულება არ არსებობს, ტალინიდან წამოსული რუსოფობიური ისტერიის გარდა“, - აღნიშნა პოლიანსკიმ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S