Accentnews.ge
"დღეიდან „სვეტის“ მიერ დაზარალებული მოსახლეობისთვის საცხოვრებელი სახლების მშენებლობა იწყება"

"დღეიდან „სვეტის“ მიერ დაზარალებული მოსახლეობისთვის საცხოვრებელი სახლების მშენებლობა იწყება"

11/03/2020 07:39:09 საშინაო პოლიტიკა

თბილისის მერის განცხადებით, დღეიდან სამშენებლო კომპანია „სვეტის“ მიერ დაზარალებული ადამიანებისთვის საცხოვრებელი სახლების მშენებლობა იწყება.

როგორც კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, დაზარალებული ადამიანებისთვის საცხოვრელებელი სახლების მშენებლობას კომპანია M2 განახორციელებს.

"ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევა. მინდა ყველა ადამიანს ილია ელოშვილის ხელმძღვანელობით, გადავუხადო მადლობა. ჩვენ სხვა მშენებლობებთან მიმართებითაც ვმუშაობთ და მჯერა, იგივე პროცესები წავა, რომელიც ამ კონკრეტულ შემთხვევაში. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ოჯახებს, რომლებსაც თანხები აქვთ გადახდილი და დიდი ხანია ელოდებიან აშენებულ სახლებს, მათ ოჯახებში დავაბრუნოთ სიხარული და ბედნიერება. დღეს 14.00 სთ–ზე გვექნება ღონისძიება და ოფიციალურად ვიწყებთ უშუალოდ მშენებლობის განხორციელებას. 250 მილიონი ლარის დახარჯვა მოუწევს კომპანიას. მადლობა M2-ს თანამშრომობისთვის, რომ შევძელით ამ მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება", - განაცხადა კალაძემ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S