Accentnews.ge
27 საელჩო „ქართული ოცნების“ ბრალდებების საპასუხოდ ერთობლივ განცხადებას ავრცელებს

27 საელჩო „ქართული ოცნების“ ბრალდებების საპასუხოდ ერთობლივ განცხადებას ავრცელებს

24/09/2025 09:54:36 ევროპა, პოლიტიკა

საქართველოში აკრედიტებული 27 საელჩო „ქართული ოცნების“ ბრალდებების საპასუხოდ ერთობლივ განცხადებას ავრცელებს.

„მტკიცედ უარვყოფთ უსაფუძვლო და ზიანის მომტან ბრალდებებს საქართველოში ზოგიერთი დიპლომატიური მისიის როლისა და საქმიანობის შესახებ. ასეთ დეზინფორმაციას შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება და ძირს უთხრის ჩვენი დიპლომატიური მისიების მიერ მათი მოვალეობების შესრულების შესაძლებლობას“, — ნათქვამია განცხადებაში.

საელჩოები ხაზს უსვამენ, რომ დიპლომატებისთვის ფართო სპექტრის წარმომადგენლებთან — მთავრობასთან, ოპოზიციასთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან და ზოგადად მოქალაქეებთან — შეხვედრა დიპლომატიური მუშაობის ნორმალური ნაწილია და ვენის კონვენციას სრულად შეესაბამება.

„ჩვენ არცერთ კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიას არ ვუჭერთ მხარს და განცხადებები ჩვენ მიერ ძალადობისა და ექსტრემიზმის მხარდაჭერის შესახებ უბრალოდ სიმართლე არ არის. სინამდვილეში, ჩვენ ყველა აქტორს მოვუწოდებთ, რომ უარი თქვან ძალადობის ნებისმიერი ფორმაზე და დაგმონ ის. მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ ლიდერს, თავი შეიკავონ დაპირისპირების გამომწვევი რიტორიკისგან და ძალისხმევა მიმართონ დაძაბულობის განმუხტვისკენ“, — ნათქვამია განცხადებაში.

განცხადება გაკეთდა ავსტრიის, ბელგიის, ბულგარეთის, ხორვატიის, ჩეხეთის, კვიპროსის, დანიის, ესტონეთის, ევროკავშირის, ფინეთის, საფრანგეთის, გერმანიის, საბერძნეთის, ირლანდიის, იტალიის, ლატვიის, ლიეტუვის, ლუქსემბურგის, ნიდერლანდების, ნორვეგიის, პოლონეთის, პორტუგალიის, რუმინეთის, სლოვენიის, ესპანეთის, შვედეთის და დიდი ბრიტანეთის საელჩოების სახელით.

„ქართული ოცნების“ წარმომადგენლები მუდმივად ადანაშაულებენ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს ვენის კონვენციის დარღვევასა და ექსტრემიზმის მხარდაჭერაში. ბრალდებების სამიზნე ყველაზე ხშირად გერმანიისა და ევროკავშირის ელჩები არიან.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S