Accentnews.ge
ვოლოდიმირ ზელენსკი: ჩვენ ევროპაში საქართველო უკვე დავკარგეთ, იქ ადამიანის უფლებებისა და სახელმწიფო სისტემის ევროპული ბუნების შევიწროება ხდება

ვოლოდიმირ ზელენსკი: ჩვენ ევროპაში საქართველო უკვე დავკარგეთ, იქ ადამიანის უფლებებისა და სახელმწიფო სისტემის ევროპული ბუნების შევიწროება ხდება

24/09/2025 18:09:00 პოლიტიკა, მსოფლიო

ჩვენ ევროპაში საქართველო უკვე დავკარგეთ, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„მოლდოვა რუსეთის ჩარევისგან თავს იცავს. ჩვენ მას უნდა დავეხმაროთ. ჩვენ ევროპაში საქართველო უკვე დავკარგეთ. იქ ადამიანის უფლებებისა და სახელმწიფო სისტემის ევროპული ბუნების შევიწროება ხდება. საქართველო რუსეთზეა დამოკიდებული. ევროპა მოლდოვის დაკარგვას ვერ დაუშვებს“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

მისი თქმით, „მსოფლიომ რუსეთის მიერ თავდასხმის შემდეგ საქართველოს დახმარების აუცილებლობა ერთხელ უკვე უგულებელყო“.

„ბელარუსის შემთხვევაში მსოფლიომ ეს მომენტი ხელიდან გაუშვა. მოლდოვის დაკარგვა არ შეიძლება“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S