Accentnews.ge
31 მაისს მომხდარი ინციდენტის გამო კიევის პოლიციის უფროსმა თანამდებობა დატოვა

31 მაისს მომხდარი ინციდენტის გამო კიევის პოლიციის უფროსმა თანამდებობა დატოვა

04/06/2019 04:11:51 სხვა, მსოფლიო

უკრაინაში სამართალდამცველების მიერ დაჭრილი ხუთი წლის ბავშვის გარდაცვალების  შემდეგ, კიევის ოლქის  პოლიციის უფროსი დიმიტრი ცენოვი გადადგა. უკრაინული მედიის ცნობით, ცენოვის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ უკრაინის ნაციონალური პოლიციის უფროსმა სერგეი კნიაზევმა განაცხადა.

მისი თქმით, ცენოვმა გაერთიანებული ძალების ოპერაციის ჩატარების ზონაში გაგზავნა ითხოვა და თავად თხოვნას დააკმაყოფილებს.

შეგახსენებთ, ინციდენტი 31 მაისს პერეიასლავ-ხმელნიცკში მოხდა. სავარაუდოდ, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფი ორი სამართალდამცავი ლითონის ქილებს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროდა, რა დროსაც ტყვია ახლომდებარე საბავშვო მოედანზე მყოფ ბიჭს მოხვდა. ბავშვი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს. ის 3 ივნისს კიევის საავადმყოფოში გარდაიცავალა. 

მცირეწლოვნის გარდაცვალებას უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობასთან საპროტესტო აქცია მოჰყვა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S