
ახალგორის ოკუპირებული რაიონში დაბრუნებული ქალი 14-დღიან კარანტინში მოათავსეს
11/03/2020 13:23:55 კონფლიქტები
ახალგორის ოკუპირებული რაიონის მკვიდრი ქალი, რომელიც ნათესავის დაკრძალვაზე დასასწრებად ოფიციალური თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იყო გადმოსული და ცოტა ხნის წინ უკან დაბრუნდა, 14-დღიან კარანტინში მოათავსეს, - იუწყება ადგილობრივი სამოქალაქო აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი.
ამასთან, მისივე ინფორმაციით, ახალგორში არ არსებობს შესაბამისი პირობები კარანტინის ან კორონავირუსის გამოვლენისთვის.
მანამდე დე ფაქტო უშიშროების კომიტეტმა განაცხადა, რომ დროებით გახსნიდა გამშვებ პუნქტ “რაზდახანს” (ოსური სახელწოდება) ახალგორის მაცხოვრებლებისთვის, რომლებიც ოკუპირებული ტერიტორიიდან გასულები იყვნენ და შინ დაბრუნება სურდათ, თუმცა დაბრუნებულებს კარანტინში მოათავსებდნენ.
«კარანტინში გადაიყვანენ იმ პირებსაც, რომლებსაც საზღვრის დარღვევისთვის დააკავებენ», - განაცხადეს დე ფაქტო უწყებაში.