Accentnews.ge
სომხეთსა და აზერბაიჯანში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა გაიზარდა

სომხეთსა და აზერბაიჯანში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა გაიზარდა

11/03/2020 18:11:03 კავკასია

სომხეთსა და აზერბაიჯანში ახალი ტიპის კორონავირუსით – „კოვიდ–19“ინფიცირებულთა რაოდენობა გაიზარდა.

სომხეთის პრემიერ–მინისტრ ნოკოლ ფაშინიანის განცხადებით, ქვეყანაში ინფიცირების სამი ახალი შემთხვევა დადასტურდა. ამდენად, პაციენტების რაოდენობა ამ დროისთვის ოთხს შეადგენს.

„ინფიცირებულთაგან ორი სომხეთის მოქალაქეა - 45 და 27 წლის, ერთი კი იტალიის მოქალაქე, 51 წლის, რომელიც სომხეთში მუშაობს. სამივე მათგანი სომხეთში იტალიიდან ჩამოვიდა. დაავადებულთაგან ორს ჩივილები არ აქვს, მესამეს კი პნევმონია უფიქსირდება“, - წერს ფაშინიანი „ფეისბუქის“ პირად გვერდზე.

მისი თქმით, ახლა დაინფიცირებულთა პირადი კონტაქტების შესახებ ინფორმაცია დგინდება.

რაც შეეხება აზერბაიჯანს, ქვეყანაში ორი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ამდენად, ამ დროისთვის სულ 15 ინფიცირებულია. ყველა მათგანი ქვეყანაში ირანიდან ჩავიდა.

ცნობისთვის: უკანასკნელი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 24 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S