დონალდ ტრამპი: ჩვენ სხვებზე მეტი ბირთვული იარაღი გვაქვს, ამიტომ, მიზანშეწონილია, რომ გამოცდა ჩვენც ჩავატაროთ
30/10/2025 12:07:55 მსოფლიო
ჩვენ სხვებზე მეტი ბირთვული იარაღი გვაქვს, ამიტომ, მიზანშეწონილია, რომ გამოცდა ჩვენც ჩავატაროთ, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს Air Force One-ის ბორტზე განუცხადა.
„ბირთვული იარაღის გამოცდას ყველა ატარებს. ჩვენ სხვებზე მეტი ბირთვული იარაღი გვაქვს. ჩვენ გამოცდებს არ ვატარებთ, მაგრამ, როდესაც სხვები ამას აკეთებენ, ვფიქრობ, მიზანშეწონილია, რომ გამოცდა ჩვენც ჩავატაროთ“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.
დონალდ ტრამპის ცნობით, აშშ-ში ბირთვული იარაღის გამოცდების შესახებ მალე გამოაცხადებს.
ამასთან, მისი თქმით, აშშ რუსეთთან ბირთვული განიარაღების საკითხზე მოლაპარაკებებს აწარმოებს.
„დენუკლეარიზაციის ხილვა მსურს. ამის შესახებ რუსეთთან ვსაუბრობთ და შესაძლოა ჩინეთიც შემოგვიერთდეს“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.


