Accentnews.ge
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, ნოემბრის თვის ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო

თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, ნოემბრის თვის ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო

05/11/2025 12:12:00 საზოგადოება, რეკლამა

თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, ნოემბერში, 5 სხვადასხვა თემატიკის ტრენინგი გაიმართება. ბიზნესების წარმომადგენლებს შესაძლებლობა ექნებათ, სფეროს ექსპერტებისგან მათთვის საინტერესო საკითხებზე მიიღონ ამომწურავი ინფორმაცია და მიღებული ცოდნით, საკუთარი ბიზნესის წარმატებას შეუწყონ ხელი.

ნოემბრის შეხვედრების განრიგი:

  • პირველი ტრენინგი, ონლაინ ფორმატში, 11 და 13 ნოემბერს გაიმართება და ის ელექტრონული კომერციის თემატიკას დაეთმობა. ტრენინგს ელექტრონული კომერციის სპეციალისტი, კატო რამიშვილი ჩაატარებს.
  • მეორე ტრენინგი ონლაინ ფორმატში 12 და 26 ნოემბერს ჩატარდება, საგადასახადო საკითხების თემატიკაზე. ტრენერი, დავით პაპიაშვილი საქართველოში მოქმედი გადასახადების გადახდის ვალდებულებების წარმოშობის ძირითად პრინციპებზე ისაუბრებს და მათი გამოანგარიშების პრაქტიკულ მაგალითებს განიხილავს.
  • მესამე ტრენინგი ხშირად დაშვებულ ფინანსურ შეცდომებს შეეხება და მას, ონლაინ ფორმატში, 18 ნოემბერს, ბიზნესკონსულტანტი, შალვა ახრახაძე გაუძღვება.
  • ნოემბრის თვის კიდევ ერთი ტრენინგის თემა ექსპორტის მართვა იქნება. შეხვედრა ქუთაისში, 26 ნოემბერს, ფიზიკურ ფორმატში ჩატარდება და მას, გიორგი გუდაბაძე, Savvy-ს ასოცირებული პარტნიორი ჩაატარებს.
  • მე-5 ტრენინგი ESG თემატიკას დაეთმობა და ის, ონლაინ სივრცეში, 25 და 28 ნოემბერს ჩატარდება. შეხვედრას საერთაშორისო კომპანია „დეველორი“ გაუძღვება. ტრენინგის ფარგლებში, განხილული იქნება ისეთი საკითხები, როგორებიცაა: მწვანე დაფინანსება, მწვანე ინიციატივების უპირატესობები და გამოწვევები.

თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამაში ჩართვა თიბისის ბიზნესმომხმარებლებს

წინასწარი რეგისტრაციით შეუძლიათ, ბმულზე: ბიზნეს განათლება , სადაც კურსების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღებაცაა შესაძლებელი. ტრენინგებზე დასწრება უფასოა.

წარმატება გზაშია, მთავარია გჯეროდეს!

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S