
"ყველა უწყებას ეძლევა რეკომენდაცია, მაქსიმალურად, შესაძლებლობების ფარგლებში დისტანციური შრომის პირობებზე გადავიდეს"
12/03/2020 06:30:43 საშინაო პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ–მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, ყველა უწყებას ეძლევა რეკომენდაცია, შესაძლებლობების ფარგლებში დისტანციური შრომის პირობებზე გადავიდეს.
„საქართველოს მთავრობის და საქართველოს ყველა უწყებას ეძლევა რეკომენდაცია, მაქსიმალურად, შესაძლებლობების ფარგლებში გადავიდეს დისტანციური შრომის პირობებზე და თითოეული თანამშრომელი, რომლის ადგილზე ყოფნა არ არის აუცილებელი, იყოს დისტანციურ რეჟიმში. ასეთივე რეკომენდაცია ეძლევათ ყველა კერძო სტრუქტურას და ყველა კერძო ორგანოს.უნდა გავითვალსიწინოთ, რომ ამ ნაბიჯმა ხელი არ უნდა შეუშალოს მთავრობის და სახელწმიფო ორგანოების ეფექტურ მუშაობას“ ,- განაცხადა გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.