Accentnews.ge
«პუტინის გაყინული კონფლიქტები»: აშშ-ის კონგრესში საქართველოზე იმსჯელეს

«პუტინის გაყინული კონფლიქტები»: აშშ-ის კონგრესში საქართველოზე იმსჯელეს

12/03/2020 08:58:46 კონფლიქტები

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის საერთაშორისო საქმეთა კომიტეტში “პუტინის გაყინული კონფლიქტები” განიხილეს.

საქართველოსა და უკრაინაში არსებული ვითარების შესახებ დისკუსია ევროპისა და ევრაზიის ქვეკომიტეტში ჩატარდა.

საერთაშორისო კრიზისული ჯგუფის ანალიტიკოსმა ოლესია ვართანიანმა დისკუსიის მონაწილეებს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში არსებული ვითარება გააცნო და ის ძირითადი პრობლემები ახსენა, რომელთაც ოკუპირებული რეგიონების მოსახლეობა აწყდება.

როგორც ვართანიანმა აღნიშნა, “რუსეთი ერთადერთი რეგიონული დერჟავაა, რომელიც ამ რეგიონების დამოუკიდებლობას აღიარებს და მხარს უჭერს მათ როგორც პოლიტიკური, ისე ფინანსური და სამხედრო თვალსაზრისით».

«ადგილობრივი ეთნიკური ქართველები დე ფაქტო ხელისუფლებების მხრიდან დისკრიმინაციას განიცდიან. სკოლებში სწავლება მათ მშობლიურ ქართულ ენაზე არ წარმოებს; ისინი ვერ მონაწილეობენ და ვერ იყრიან კენჭს არჩევნებში; შეზღუდულები არიან დასაქმების მხრივ. მხოლოდ ერთეული ეთნიკური ქართველები ფლობენ ადგილობრივ პასპორტებს. მათ მიმართ დამოკიდებუოება ისეთია, როგორც უცხოელების მიმართ», - განაცხადა ვართანიანმა. გარდა ამისა, მან ადმინისტრაციულ საზღვრებზე გადაადგილების პრობლემას გაუსვა ხაზი. «დე ფაქტო ხელისუფლებები გამტარ პუნქტებს სულ უფრო ხშირად და მეტი ხნით კეტავენ, რიგ შემთხვევებში – წინასწარი გაფრთხილების გარეშე და მიზეზებით, რომელთაც უსაფრთხოების ფაქტორთან არაფერი აკავშირებთ», - დასძინა მან.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S