Accentnews.ge
აფხაზურმა “პარლამენტმა” ახალი ანტიკორუფციული კანონი მიიღო

აფხაზურმა “პარლამენტმა” ახალი ანტიკორუფციული კანონი მიიღო

12/03/2020 11:29:52 კონფლიქტები

კუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტმა ანტიკორუფციულ კანონში შესატან ცვლილებათა პროექტი დაამტკიცა სახელწოდებით «დეპუტატებისა და საჯარო მოხელეების შემოსავლების, ხარჯების და ქონების დეკლარირების შესახებ”.

მის მიღებას სოხუმში შიმშილობის რამდენიმედღიანი აქციის მონაწილეები მოითხოვდნენ. თავად კანონი დე ფაქტო პარლამენტმა ჯერ კიდევ თებერვალში მიიღო. თუმცა მომიტინგეები დეკლარანტთა წრის გაფართოებას მოითხოვდნენ, კერძოდ, სურდათ, რომ კანონპროექტით გათვალისწინებული ვალდებულებები საჯარო მოხელეთა და დეპუტატთა ოჯახის წევრებზეც გავრცელებულიყო; დეკლარაციების ყველა პუნქტს მოხსნოდა გრიფი “საიდუმლო”; ინფორმაცია კანონით მოცულ პირთა ქონების, შემოსავლებისა და ხარჯების შესახებ საჯარო გამხდარიყო და სამართალდამცველ თუ სხვა შესაბამის უწყებებს დაჰკისრებოდათ მისი გაცემის ვალდებულება მოთხოვნიდან განსაზღვრული დროის განმავლობაში; პირებს, რომლებიც შემოსავლებს, ხარჯებს ან ქონებას დამალავდნენ (დეკლარაციაში არ ასახავდნენ), კანონით დაჰკისრებოდათ პასუხისმგებლობა, კერძოდ, თანამდებობიდან გათავისუფლების სახით.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S