Global Finance: მდგრადი დაფინანსების მიმართულებით საქართველოს ბანკი საუკეთესოა საქართველოში
26/01/2026 10:51:00 ეკონომიკა, რეკლამა
საერთაშორისო გამოცემა Global Finance-მა მდგრადი დაფინანსების მიმართულებით 2026 წლის საუკეთესო ფინანსური ინსტიტუტები გამოავლინა 56 ქვეყნისა და ტერიტორიული ერთეულის მასშტაბით.
გამოცემამ საქართველოს ბანკი 2026 წლისსაუკეთესოდ ბანკად დაასახელა საქართველოშიმდგრადი დაფინანსების მიმართულებით.
როგორც Global Finance-ის რედაქცია აღნიშნავს, ჯილდოს მიზანი ისეთი გლობალური, რეგიონული და ადგილობრივი ფინანსური ლიდერების გამოვლენა და აღიარებაა, რომლებსაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ მდგრადი მომავლის შექმნის პროცესში.
ინფორმაციისთვის, მდგრადი დაფინანსება მიმართულია განახლებადი ენერგიის, ენერგოეფექტური მშენებლობების, ჯანდაცვის, განათლების და სხვა, დადებითი გარემოსდაცვითი და სოციალური გავლენის სექტორებისკენ/საქმიანობებისკენ.
„მდგრადი დაფინანსების მნიშვნელობა მსოფლიოსწამყვან ბაზრებზე სულ უფრო და უფრო იზრდება, რასაც ხელს უწყობს მდგრადი დაფინანსებისმოცულობის ზრდა. შესაბამისად, Global Finance-ისმდგრადი დაფინანსების ჯილდო იმ ფინანსურიინსტიტუტების აღიარებასა და გამოვლენასემსახურება, რომლებიც ქმნიან სხვადასხვაკრეატიულ, ინოვაციურ გადაწყვეტებს და სექტორშიმწვანე დაფინანსების მიმართულებით ლიდერისპოზიციებს იკავებენ“, - აღნიშნავს ჯოზეფ ჯიარაპუტომ, Global Finance-ის დამფუძნებელი და სარედაქციოდირექტორი.
"Global Finance-ის მიერ საქართველოს ბანკისთვისმონიჭებული ჯილდო - “2026 წლის საუკეთესო ბანკისაქართველოში მდგრადი დაფინანსებისმიმართულებით” - ჩვენი გრძელვადიანი სტრატეგიისადა სისტემური მუშაობის მნიშვნელოვანი აღიარებაა. ჩვენთვის მდგრადობა არ არის ცალკეული ინიციატივა- ის ინტეგრირებულია ჩვენს ბიზნეს მოდელში, რისკების მართვაში და პროდუქტების განვითარებაში. ვმუშაობთ მწვანე და კლიმატზე ორიენტირებულიდაფინანსების გაფართოებაზე, ESG შეფასებებისგაძლიერებაზე და ისეთი ფინანსურიგადაწყვეტილებების შექმნაზე, რომლებიცერთდროულად ქმნის ეკონომიკურ ღირებულებას დაპოზიტიურ გარემოსდაცვით და სოციალურ გავლენას. ჩვენი წარმატება და Global Finance-ის მიერმონიჭებული აღიარება საქართველოს ბანკის 9000-ზემეტი თანამშრომლის ძალისხმევის შედეგია. ესჯილდო გვაძლევს დამატებით მოტივაციას, გავაგრძელოთ ლიდერობა საქართველოს ფინანსურსექტორში მდგრადი განვითარების მიმართულებით”, - აღნიშნავს ანა ოსაძე, საქართველოს ბანკის ESG დამდგრადობის მიმართულების ხელმძღვანელი.
ინფორმაციისთვის, მდგრადი დაფინანსების ჯილდოს ფარგლებში გამარჯვებულების შერჩევა დამოუკიდებელი მკვლევრებისა და სარედაქციო ჯგუფის მიერ ორგანიზაციების მხრიდან წარმოდგენილ მონაცემებზე დაყრდნობით განხორციელდა. შეფასების კრიტერიუმები მოიცავდა როგორც მმართველობით პოლიტიკასა და მიზნებს, ასევე მიღწევებს გარემოსდაცვითი და სოციალური მდგრადი დაფინანსების მიმართულებით.
Global Finance-ის აღნიშნული ჯილდო მოიპოვეს ისეთმა ფინანსურმა ინსტიტუტებმა, როგორებიც არის: Ameriabank (სომხეთი), Deutsche Bank (გერმანია), Societe Generale (საფრანგეთი), HSBC (დიდი ბრიტანეთი) და სხვა.


