Accentnews.ge
დარეგისტრირდი ფინანსური განათლების სასერტიფიკატო კურსზე ახალგაზრდებისთვის

დარეგისტრირდი ფინანსური განათლების სასერტიფიკატო კურსზე ახალგაზრდებისთვის

19/02/2026 17:21:00 საზოგადოება, რეკლამა

ახალგაზრდებისთვის, რომლებსაც აინტერესებთ ფინანსური განათლების საკითხები, საქართველოს ბანკი, პარტნიორებთან ერთად, ახალ პროექტს - ფინანსური განათლების სასერტიფიკატოკურსს იწყებს.

ინიციატივის ფარგლებში, პირველ შეხვედრას ეკონომისტი და ოპერაციების მკვლევარი, ლევან ფავლენიშვილიგამართავს.

შეხვედრა 21 თებერვალს, 13:00 საათზეთამარ ჭოველიძის 7-ში, Lolita-ს მე-3 სართულის სივრცეში ჩატარდება. დასწრების მსურველებმა უნდა გაიარონ რეგისტრაცია ბმულზე.

შეხვედრის ძირითადი თემები შეეხება ისეთ საკითხებს, როგორებიცაა: ბიუჯეტირება, ფულის ფსიქოლოგია, ხარჯვის ემოციური ფაქტორები, პროცენტი, ანაბარი, ემოციების გავლენა დანაზოგებზე და სხვა.

ტრენინგის გავლის შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები.

ინფორმაციისთვისლევან ფავლენიშვილი ეკონომისტი და ოპერაციების მკვლევარიარომელსაც აქვს ISET-ის მაგისტრის ხარისხი ეკონომიკაშიის ასევე არის ედინბურგის უნივერსიტეტისმათემატიკის სკოლის მეცნიერებათა მაგისტრის ხარისხი ოპერაციების კვლევაში.

ლევანი 2014 წლიდან ასწავლის სხვადასხვა უნივერსიტეტში არაერთ საგანსეკონომიკის პრინციპებისაერთაშორისო ეკონომიკასაერთაშორისო ფინანსებიგარემოსა და ბუნებრივი რესურსების ეკონომიკაეკონომეტრიკა და ხარჯთ-სარგებლიანობის ანალიზი.

2021 წელს ლევანმა კოლეგებთან ერთად დააარსა საქართველოს ეკონომიკური წიგნიერების ინიციატივა (GELi), რომელსაც ის ხელმძღვანელობდა 2024 წლამდე და რომლის ფარგლებშიც საქართველოში ეკონომიკური და ფინანსური წიგნიერების გავრცელებისთვის არაერთი პროექტი გაუკეთებია.

ამასთან, 2026 წელს ფინანსური წიგნიერების სასერტიფიკატო კურსების ფარგლებშიშეხვედრები გაიმართება სამ განსხვავებულ ჯგუფთანსტუდენტებთანმასწავლებლებთან და სკოლის მოსწავლეების მშობლებთანთითოეული კურსი მორგებული იქნება ინდივიდუალური ჯგუფის ინტერესებსა და საჭიროებებზეშეხვედრები ჩატარდება როგორც ფიზიკურასევე ონლაინ ფორმატში და მათ მაღალკვალიფიციური ლექტორები გაუძღვებიან.

გაეცანით საქართველოს ბანკის მიერ შექმნის საგანმანათლებლო პროექტებს ვებგვერდზეganatleba.bog.ge

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S