საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM ოლიმპიადის პირველ ტურში მონაწილეობა ონლაინ ტურში საუკეთესო შედეგის მქონე 63 სკოლის გუნდებმა მიიღეს.
თითოეული სკოლის გუნდი დაკომპლექტებულია 5 მოსწავლისგან, რომელთაგან სამმა მოსწავლემ წერა მათემატიკის, ორმა კი ფიზიკის ტექსტი.
პირველი ტურის შედეგად გამოვლინდება საუკეთესო შედეგის მქონე 10 სკოლა, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ ფინალურ ეტაპზე. აქ მოსწავლეები ერთმანეთს გუნდურად, პრაქტიკული დავალებების შესრულებაში შეეჯიბრებიან და იმუშავებენ STEM პროექტზე.
ამასთან, ფინალურ ეტაპამდე მონაწილე გუნდებს ჩაუტარდებათ 40 საათიანი ციფრული ინჟინერიისა და პროგრამირების კურსი, რომელსაც კომაროვის სკოლის STEM მიმართულების პროფესიონალთა გუნდი გაუძღვება.
ოლიმპიადის გამარჯვებულ გუნდს კი საქართველოს ბანკისგან გადაეცემა ფულადი პრიზი.
საქართველოს ბანკის და კომაროვის სკოლის STEM ოლიმპიადის შესარჩევ, ონლაინ ტურში მონაწილეობა160 სკოლის 800-ზე მეტმა მოსწავლემ მიიღო.
ინფორმაციისთვის, საქართველოს ბანკისა დაკომაროვის სკოლის თანამშრომლობის ფარგლებში, ხორციელდება ერთობლივი პროექტი - STEM სკოლა, რომელიც VII-XI კლასის მოსწავლეებსშესაძლებლობას აძლევს, გაიარონ STEM სკოლისერთწლიანი სასწავლო კურსი ონლაინ და მიიღონსერტიფიცირებული, აკადემიური, ხარისხიანითეორიული და პრაქტიკული ცოდნა. STEM სკოლაშირეგისტრაცია მიმდინარეობს და 2 მარტსდასრულდება.
STEM სკოლაში სწავლის მსურველებმა, უნდაგაიარონ რეგისტრაცია ბმულზე.


