Accentnews.ge
„სელფი“ Tbilisi Open Air 2026: Winter Edition-ის ტელკო პარტნიორია

„სელფი“ Tbilisi Open Air 2026: Winter Edition-ის ტელკო პარტნიორია

25/02/2026 15:40:00 საზოგადოება, რეკლამა


„სელფი“ მუსიკალური ფესტივალის, Tbilisi Open Air 2026: Winter Edition-ის ტელკო პარტნიორია. აღნიშნულ ინფორმაციას „სელფი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, ყველაზე პოპულარული მუსიკალური ფესტივალი, წელს პირველად, ზამთარშიც გაიმართება და 28 თებერვალსა და 1 მარტს, გუდაურში მსმენელებს განსხვავებულ გამოცდილებას შესთავაზებს.

ღონისძიება აერთიანებს მუსიკას, თავისუფალ გარემოსა და აქტიურ დასვენებას. „სელფი“, როგორც ინოვაციური და თანამედროვე ციფრული ეკოსისტემის შემქმნელი ბრენდი, უერთდება ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვან მუსიკალურ პლატფორმას და ფესტივალის სტუმრებს დასამახსოვრებელ გამოცდილებას სთავაზობს. ფესტივალზე სტუმრებს ელოდებათ „სელფის“ სივრცე, სადაც დახვდებათ საჩუქრები, სიურპრიზები, და ფოტოგადაღების ზონა.

„სელფის“ მისიაა ვუზრუნველყოთ კავშირი, რომელიც ადამიანებს ერთმანეთთან და საკუთარ შესაძლებლობებთან უფრო ახლოს მოიყვანს, იქნება ეს ტექნოლოგიების მიწოდებით, თუ იმ პლატფორმების მხარდაჭერით, რომლებიც ლაპარაკის, იდეების გაზიარებისა და რეალური კომუნიკაციის შესაძლებლობას ქმნიან. ჩვენ გვჯერა, რომ მუსიკა უნივერსალური საკომუნიკაციო ენაა - ყველასთვის გასაგები და გამაერთიანებელი. სწორედ ამიტომ ვარჩიეთ Tbilisi Open Air-თან დამეგობრება - პლატფორმასთან, რომელიც ადამიანებს შორის კავშირს აძლიერებს“, - აცხადებენ „სელფი მობაილში“.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S