Accentnews.ge
დიმიტრი აბდუშელიშვილმა ფრანგ სპეციალისტთან გააფორმა შეთანხმება "ცურვის ეროვნული ცენტრისა" და სხვა მასშტაბური პროექტების შესახებ

დიმიტრი აბდუშელიშვილმა ფრანგ სპეციალისტთან გააფორმა შეთანხმება "ცურვის ეროვნული ცენტრისა" და სხვა მასშტაბური პროექტების შესახებ

27/02/2026 21:20:00 საზოგადოება

საქართველოს სპორტის საწყლოსნო სახეობათა ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა, დიმიტრი აბდუშელიშვილმა ხელი მოაწერა საქართველოში ცურვის განვითარების სტრატეგიის შემუშავების შესახებ შეთანხმებას ფრანგ სპეციალისტ ოლივიე სანგარიასთან.

შეთანხმება ცურვის განვითარების სტრატეგიის შესახებ, მოიცავს მასშტაბურ პროექტებს, მათ შორის, "ცურვის ეროვნული ცენტრის“ დაარსებას, რომელიც ფედერაციასთან იმოქმედებს.

ოლივიე სანგარია ცურვის მიმართულებით ერთ-ერთი ცნობილი სპეციალისტი და არაერთი ოლიმპიური, მსოფლიო და ევროპის ჩემპიონის აღმზრდელია. ის ასევე ცნობილია თავისი უნიკალური პროგრამებით მოცურავეებისთვის, რომლებიც ემსახურება ცურვის ტექნიკის დახვეწას, მწვრთნელთა გადამზადებასა და სპორტულ განვითარებას.

ხელმოწერის ცერემონიას ესწრებოდნენ საწყლოსნო სახეობათა ეროვნული ფედერაციისა და ფედერაციის გამგეობის წევრები.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S