
პრემიერი: „სადღეისოდ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების აუცილებლობას ვერ ვხედავ“
13/03/2020 10:23:56 საშინაო პოლიტიკა, საზოგადოება
„სადღეისოდ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების აუცილებლობას ვერ ვხედავ“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ–მინისტრმა გიორგი გახარიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„ქვეყნებმა, რომლებმაც საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადეს, მასთან ერთად გამოაცხადეს, რას ნიშნავს ეს საგანგებო მდგომარეობა, რა ღონისძიებების გატარებას. ჩვენ საგანგებო მდგომარეობა არ გამოგვიცხადებია, მაგრამ იგივე ღონისძიებები უკვე დაწყებული გვაქვს, რამდენიმე კვირაა და ვატარებთ. ამიტომ ჩვენ ვამბობთ, რომ მივყვებით კონკრეტულ გამოწვევას და ყოველდღიურად ამ გამოწვევების პირობებში ახალი ღონისძიებებს ვამკაცრებთ და მათი გამკაცრება კიდევ უფრო მოგვიწევს, მაგრამ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების აუცილებლობას დღეს ვერ ვხედავ, შეიძლება, ეს აუცილებლობა დადგეს ხვალ“, – განაცხადა გახარიამ.