Accentnews.ge
კადეტთა სამხედრო ლიცეუმი დისტანციური სწავლებისთვის აქტიურად ემზადება

კადეტთა სამხედრო ლიცეუმი დისტანციური სწავლებისთვის აქტიურად ემზადება

13/03/2020 17:25:36 თავდაცვა, რეკლამა

კადეტთა სამხედრო ლიცეუმი დისტანციური სწავლებისთვის აქტიურად ემზადება. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ლიცეუმში აკადემიურ პროცესს არდადეგების გახანგრძლივების გამო ხელი არ შეეშლება. ამ მიზნით ლიცეუმის სასწავლო დაგეგმარებისა და მონიტორინგის განყოფილება საგანგებო რეჟიმში მუშაობს. ლიცეუმი დისტანციური სწავლებისათვის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ აკრედიტირებულ მეთოდს გამოიყენებს. „Miscrosoft Office 365"-ის Teams აპლიკაციის მეშვეობით შესაძლებელი იქნება სასწავლო პროცესის მართვა.

„ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ ვუპასუხოთ იმ გამოწვევას, რომლის წინაშეც დღეს საგანმანათლებლო დაწესებულებები დგანან. დისტანციური სწავლება დიდი ხნის აპრობირებული მეთოდია, რომლითაც სარგებლობს არაერთი ქვეყანა, მათ შორის საქართველო. მოგეხსენებათ ყოველი სიახლის დანერგვა გარკვეულ სირთულეებთან არის დაკავშირებული, თუმცა ეს ყველაფერი დაძლევადია. ლიცეუმი გამოიყენებს განათლების სამინისტროს მიერ აკრედიტირებულ პროგრამას, რომელიც საშუალებას მისცემს პედაგოგებს და კადეტებს სახლიდან გაუსვლელად იყვნენ ჩართული საგაკვეთილო პროცესში. რა თქმა უნდა პედაგოგები გაივლიან სპეციალურ ტრენინგებს და მიეცემათ შესაბამისი მითითებები კადეტებს. სრული დატვირთვით მიმდინარეობს მზადების პროცესი. უკვე მომავალი კვირიდან დისტანციურად განვაახლებთ სასწავლო პროცესს“ - აღნიშნავს ლიცეუმის დირექტორი პოლკოვნიკმა შალვა ძინძიბაძემ.

„Miscrosoft Office 365"-ის Teams პროგრამა ქმნის აბსოლუტურად ცოცხალ ატმოსფეროს. იძლევა ინტერაქციული ხასიათის გაკვეთილების ჩატარების, დავალებების მიცემის, კითხვის დასმისა და მოსწავლეთა დისკუსიაში ჩართვის შესაძლებლობას.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S