
ზაზა სარალიძე: "სამართალი აღდგენილია"
04/06/2019 09:22:23 სხვა, სამართალი
ჩათვალეთ, რომ სამართალი აღდგენილია” – ასე ეხმიანება ხორავას ქუჩაზე მოკლული დათო სარალიძის მამა ზაზა სარალიძე მიხეილ კალანიდას დაკავების ფაქტს.
როგორც მან ტელეკომპანია “პირველს” განუცხადა, მას მსგავსი მოლოდინი ჰქონდა.
“მინდა, მადლობა გადავუხადო იმას, ვინც ჩათვალა, რომ სიმართლემ უნდა იზეიმოს. სამართალი აღდგენილია, მაგრამ წინ არის სასამართლო პროცესი და ვნახოთ როგორ დაასაბუთებს პროკურატურა მიხეილ კალანდიას ბრალეულობას. რა თქმა უნდა, მოლოდინი მქონდა, რომ დააკავებდნენ. ჩემი შიდა გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ-ერთი დამნაშავე იყო მიხეილ კალანდია. ეს სამართალი საჭირო იყო იმისთვის, რომ მსგავსი პრეცედენტები აღარ განმეორდეს. ბოლომდე მივყვები გამოძიებას, ვიდრე ყველა დეტალი არ იქნება გამოძიებული. სამართალი მაშინ აღდგება ბოლოდე, როცა ამ საქმეში მონაწილე ყველა ფიგურანტი იქნება დაკავებული.” – განაცხადა ზაზა სარალიძემ.
მისი თქმით, ბრძოლა გაგრძელდება.
"ძალიან ბევრი ადამიანია გამოსააშკარავებელი გარკვეული დანაშაულებების მხრივ. არ სევწყვეტ ბრძოლას, სანამ ყველა არ იქნება დასჯილი. რამდენადაც ვიცი, პროკურატურის გენინსპექციას შიდამოკვლევა დაწყებული აქვს. მოვიკითხე და მითხრეს, რომ დასრულებული არ არის. აუცილებლად მოვიკითხავ. ვნახოთ გუგუშვილს [პროკურორი] რა სასჯელს მისცემენ. ვერ დავიჯერებ, რომელიმე პროკურორს რომ უთხრან, შვილს ყელი გამოჭერიო, გამოჭრას. არ ვფიქრობ, რომ ჩემი შვილისთვის 12 ჭრილობის მიყენების დაფარვა საკუტარი სურვილით უნდოდეს რომელიმე პროკურორს".
ცნობისთვის: დღეს კალანდია ჯგუფური მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. კალანდიები დაკავებას პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებენ. ვრცლად იხილეთ აქ