Accentnews.ge
მთავრობა 70 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს იზოლაციაში ყოფნას ურჩევს

მთავრობა 70 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს იზოლაციაში ყოფნას ურჩევს

16/03/2020 09:43:57 საშინაო პოლიტიკა

საქართველოს მთავრობა 70 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს იზოლაციაში ყოფნას ურჩევს.

„70 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს ეძლევათ რეკომენდაცია, მაქსიმალურად მოერიდონ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს და შეძლებისდაგვარად იმყოფებოდნენ იზოლაციაში“, – ნათქვამია მთავრობის მიერ გავრეცლებულ ინფორმაციაში.

უკანასკნელი მონაცემებით, საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსის 33 შემთხვევაა დადასტურებული.

ცნობისთვის: ჩინეთში ახალი ტიპის კორონავირუსით („COVID-19“) გარდაცვალებისა და ინფიცირების შემთხვევები მკვეთრად მცირდება, ქვეყნის საზღვრებს გარეთ კი იზრდება. ამ მხრივ ყველაზე მძიმე მდგომარეობა ამ დროისთვის ევროპასა და ირანშია.

მსოფლიოში "COVID-19"–მა 6000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდნობამ 167 000–ს გადააჭარბა, 78 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ვირუსი მსოფლიოს 175-ზე მეტ ქვეყანასა და ტერიტორიაზეა გავრცელებული. ამ დროისთვის "COVID-19"–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S