Accentnews.ge
მთავრობა კაფეებს, რესტორნებსა და ბარებს მიმართავს

მთავრობა კაფეებს, რესტორნებსა და ბარებს მიმართავს

16/03/2020 09:47:20 საშინაო პოლიტიკა

საქართველოს მთავრობა კაფეებს, რესტორნებსა და ბარებს მიმართავს, დროებით შეიზღუდონ მოქალაქეების უშუალო მომსახურება.

„კაფეებს, რესტორნებსა და ბარებს ეძლევათ რეკომენდაცია, დროებით შეიზღუდოს მოქალაქეების უშუალო მომსახურება და იმოქმედოს მხოლოდ ე.წ გატანის სერვისებმა“, – ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრეცლებულ ინფორმაციაში.

უკანასკნელი მონაცემებით, საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსის 33 შემთხვევაა დადასტურებული.

ცნობისთვის: ჩინეთში ახალი ტიპის კორონავირუსით („COVID-19“) გარდაცვალებისა და ინფიცირების შემთხვევები მკვეთრად მცირდება, ქვეყნის საზღვრებს გარეთ კი იზრდება. ამ მხრივ ყველაზე მძიმე მდგომარეობა ამ დროისთვის ევროპასა და ირანშია.

მსოფლიოში "COVID-19"–მა 6000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდნობამ 167 000–ს გადააჭარბა, 78 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ვირუსი მსოფლიოს 175-ზე მეტ ქვეყანასა და ტერიტორიაზეა გავრცელებული. ამ დროისთვის "COVID-19"–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S