Accentnews.ge
"ვეცდებით, საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო განხილვა დისტანციურად ჩავატაროთ"

"ვეცდებით, საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო განხილვა დისტანციურად ჩავატაროთ"

16/03/2020 11:25:59 საშინაო პოლიტიკა

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე, ვარაუდობს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვა დისტანციუად, ტელეხიდების საშუალებით მოეწყობა.

„ვეცდებით, განხილვები ჩავატაროთ დისტანციური ფორმით. მოგეხსენებათ, რომ მინიმუმ ორ რეგიონში მაინც უნდა გაკეთდეს, ამიტომ ჩვენ მოვახერხებთ ისე, რომ, სავარაუდოდ, ტელეხიდების ან სხვა საკომუნიკაციო წყაროების მეშვეობით საზოგადოებას მოვუყვეთ იმ ტექსტის და ცვლილების შესახებ, რაც შედის კონსტიტუციაში და ამ გზით დავაზღვიოთ, რომ არანაირი შეფერხება არ ჰქონდეს სახალხო განხილვებს. ჩვენ ამას მოვახერხებთ, არანაირი პრობლემა არ არის, ამაზე სანერვიულო არავის აქვს და ამასთან დაკავშირებით სპეკულაციების საშუალებას არავის მივცემთ“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

პარლამენტში 11 მარტს დარეგისტრირდა საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებს ასახავს. „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონპროექტის თანახმად, მომავალ პარლამენტში შევა პროპორციული წესით არჩეული 120 და მაჟორიტარული წესით არჩეული 30 დეპუტატი.

უკანასკნელი მონაცემებით, საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსის 33 შემთხვევაა დადასტურებული.

ცნობისთვის: ჩინეთში ახალი ტიპის კორონავირუსით („COVID-19“) გარდაცვალებისა და ინფიცირების შემთხვევები მკვეთრად მცირდება, ქვეყნის საზღვრებს გარეთ კი იზრდება. ამ მხრივ ყველაზე მძიმე მდგომარეობა ამ დროისთვის ევროპასა და ირანშია.

მსოფლიოში "COVID-19"–მა 6000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდნობამ 167 000–ს გადააჭარბა, 78 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ვირუსი მსოფლიოს 175-ზე მეტ ქვეყანასა და ტერიტორიაზეა გავრცელებული. ამ დროისთვის "COVID-19"–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S