
მაისში ყველაზე მეტი საერთაშორისო ვიზიტორი საქართველოში რუსეთიდან ჩამოვიდა
04/06/2019 11:23:52 ეკონომიკა
მიმდინარე წლის აპრილის მსგავსად, მაისში ყველაზე მეტი საერთაშორისო ვიზიტი საქართველოში რუსეთიდან განხორციელდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკურ მონაცემებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აქვეყნებს.
მაისში რუსეთიდან 113 138 ვიზიტი შედგა, რაც 2018 წლის მაისთან შედარებით 26.5 %–ით მეტია. რუსეთი ლიდერობს მიმდინარე წლის იანვარ-მაისის სტატისტიკაშიც. ხუთ თვეში 539 432 ვიზიტი დაფიქსირდა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 31.4 –ით მეტია.
ვიზიტების რაოდენობით მეორე ადგილზე აზერბაიჯანია (99 073 ვიზიტი, ზრდა 0.4 %), მესამეზე კი თურქეთი (95 063 ვიზიტი, კლება 7.6 %).