Accentnews.ge
რამდენიმეთვიანი ბოიკოტის შემდეგ ოპოზიცია პლენარულ სხდომას დაესწრება

რამდენიმეთვიანი ბოიკოტის შემდეგ ოპოზიცია პლენარულ სხდომას დაესწრება

17/03/2020 05:54:56 საშინაო პოლიტიკა

რამდენიმეთვიანი ბოიკოტის შემდეგ ოპოზიციის წარმომადგენლები დღევანდელ პლენარულ სხდომას დაესწრებიან.

დღევანდელ სხდომაზე შესაძლოა, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატს უყარონ კენჭი, თუმცა პროცესში ოპოზიცია მონაწილეობას არ მიიღებს, მათი ინტერესი საკონსტიტუციო განხილვებთან დაკავშირებით კომისიის შექმნას უკავშირდება.

"ვაპირებთ საკონსტიტუციო კომისიის შექმნას დავუჭიროთ მხარი, თუმცა იმისათვის, რომ ეს ცვლილებები ბოლომდე მივიყვანოთ - პოლიტიკური დევნილები უნდა გათავისუფლდნენ. ამიტომ, ჩვენ მივიღებთ მონაწილეობას იმ კონკრეტულ სხდომაში, სადაც საკონსტიტუციო კომისიის შექმნა გადაწყდება," - ფრაქცია "ევროპული საქართველო - რეგიონების" წევრმა სერგი კაპანაძემ.

ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის თქმით, ისინი მხოლოდ საკონსტიტუციო კომისიის შექმნასა და მისი წევრების კენჭისყრის პროცედურაში მიიღებენ მონაწილეობას.

"ბოიკოტის რეჟიმიდან მხოლოდ ერთი დღით გამოვდივართ, ერთ კონკრეტულ საკითხთან - საკონსტიტუციო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით. არ გვინდა, კიდევ ერთხელ მივცეთ საბაბი "ქართულ ოცნებას", რომ კიდევ ერთხელ მოატყუოს ქართველი ხალხი", - განაცხადა რომან გოცირიძემ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S