Accentnews.ge
კორონავირუსმა აფხაზეთის “საპრეზიდენტო არჩევნებში” კორექტივები შეიტანა

კორონავირუსმა აფხაზეთის “საპრეზიდენტო არჩევნებში” კორექტივები შეიტანა

17/03/2020 08:30:37 კონფლიქტები

ნაახალი ტიპის კორონავირუსის საფრთხის გამო ოკუპირებულ აფხაზეთში ხელახალი დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნები უდამკვირვებლოდ ჩაივლის.

ვინაიდან რუსეთმა სახელმწიფო მოხელეების ქვეყნის ფარგლებშს გარეთ გასვლა აკრძალა, ამჯერად აფხაზურ ე.წ. არჩევნებს ვერც ისინი დააკვირდებიან, სხვა უცხოელებისთვის კი – მაგალითად, იმ რამდენიმე კერძო ევროპელი დამკვირვებლისთვის, რომლებიც რუსეთის ხელდასმით აფხაზი და ოსი სეპარატისტების ინტერესებს დასავლეთ ევროპაში ლობირებენ, სოხუმს ამჯერად მიწვევა კორონავირუსის შიშით თავადაც არ გაუგზავნია.

ხელახალი დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნები 22 მარტისთვისაა დანიშნული. ოფიციალური ინფორმაციით, ჯერ-ჯერობით ოკუპირებულ ტერიტორიაზე ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირებული არც ერთი ადამიანი არ აღრიცხულა.

ამასთან, არსებობდა გარკვეული ეჭვები დე ფაქტო პრეზიდენტობის ოპოზიციონერი კანდიდატის – წინა “არჩევნების” წინ რუსეთში მოწამლული ასლან ბჟანიას ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით: წინასაარჩევნო პერიოდში კვლავ რუსეთში ყოფნისას იგი ამჯერადაც მოულოდნელად შეუძლოდ გახდა და “ორმხრივი პნევმონიის” დიაგნოზით ჯერ სოჭის კლინიკაში მოხვდა, შემდეგ კი მედიკამენტოზური კომის მდგომარეობაში კრასნოდარის საავადმყოფოში მოათავსეს. შემდეგ გაჩნდა ინფორმაცია მისი გაწერის შესახებ, თუმცა სოხუმში დაბრუნების ნაცვლად იგი კვლავ მოსკოვში დააბრუნეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S