Accentnews.ge
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ნინო ქადაგიძის კანდიდატურას მხარი დაუჭირა

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ნინო ქადაგიძის კანდიდატურას მხარი დაუჭირა

17/03/2020 08:40:37 საშინაო პოლიტიკა

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ნინო ქადაგიძის კანდიდატურას მხარი დაუჭირა.

“დამოუკიდებელი დეპუტატების”, “ერთიან ნაციონალურ მოძრაობისა” და “ევროპულ საქართველოს” წარმომადგენლებს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ.

კომიტეტის დასკვნა ბიუროს დღესვე გადაეგზავნება. რის შემდეგაც მიიღებენ გადაწყვეტილებას, როდის მოხდება საკითხის კენჭისყრა პლენარულ სხდომაზე.

ცნობისთვის: 1994-2000 წლებში ნინო ქადაგიძე საქართველოს იუსტიციის სამინისტროში სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობდა. 2000 წელს იგი თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლედ დაინიშნა. 2002-2012 წლებში იგი საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე იყო. 2013 წლის 17 ივნისიდან ნინო ქადაგიძე თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლეა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S