Accentnews.ge
საქართველოში კარანტინის წესის დამრღვევთა მიმართ შესაძლოა, სანქციები დაწესდეს

საქართველოში კარანტინის წესის დამრღვევთა მიმართ შესაძლოა, სანქციები დაწესდეს

17/03/2020 09:18:01 საშინაო პოლიტიკა

"ახალი ტიპის კორონავირუსთან დაკავშირებით მთავრობის მიერ გაცემული რეკომენდაციების აღსრულება აუცილებელია. ხვალისთვის სანქციების და ჯარიმების მიმართულებით გადაწყვეტილებები გვექნება", – მის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ბრიფინგზე განაცხადა.

"თვითიზოლაციის წესების დარღვევასთან დაკავშირებით უფრო მკაცრი ზომების საჭიროებას ვხედავ. რეკომენდაციები, რომელსაც მთავრობა გასცემს, უნდა გახდეს სავალდებულო და მათი აღსრულება აუცილებელია. ჩვენ ამ მიმართულებით, ისევე როგორც სანქციების და ჯარიმების მიმართულებით, კონკრეტული გადაწყვეტილებები გვექნება ხვალ“, - განაცხადა გახარიამ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S