Accentnews.ge
საქართველოს მთავრობა მზადაა, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ თანამოქალაქეებს კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში დახმარება გაუწიოს

საქართველოს მთავრობა მზადაა, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ თანამოქალაქეებს კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში დახმარება გაუწიოს

17/03/2020 09:26:27 კონფლიქტები

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, საქართველოს მთავრობა მზად არის, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ თანამოქალაქეებს ახალი ტიპის კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში დახმარება გაუწიოს.

„რაც შეეხება ოკუპირებულ ტერიტორიებს, ჩვენ შეზღუდული ვართ, ჩვენს მოქალაქეებს შესაბამისი და ზუსტად იგივე დახმარება გავუწიოთ, როგორც საქართველოს სხვა მოქალაქეებს. მიუხედავად ამისა, ჩვენ გამოვთქვამთ მზაობას, რომ იქ, სადაც ამის შესაძლებლობა გვექნება, სრულად დავეხმარებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოქალაქეებს, რათა მივცეთ მათაც საშუალება, რომ გაუმკლავდნენ ამ გლობალურ გამოწვევას“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S