
70 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს თვითიზოლაციის პირობებში სპეციალური ჯგუფები დაეხმარებიან
17/03/2020 09:21:53 საშინაო პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, 70 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს თვითიზოლაციის პირობებში სპეციალური ჯგუფები დაეხმარებიან.
იგი მოსახლეობას მოუწოდებს, მკაცრად დაიცვან მთავრობის რეკომენდაციები.
"საზოგადოებას უნდა ესმოდეს, რომ ერთმანეთზე უნდა იზრუნონ და იზრუნონ ჩვენს მოხუცებზე, ეს არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი. მთავრობის რეკომენდაცია გახლავთ, 70 წელს გადაცილებულები უნდა იყვნენ თვითიზოლაციაში. ეკონომიკის სამინისტრომ და საქართველოს ფოსტამ უნდა შექმნან მექანიზმი, რომლითაც შეძლებენ სოციალურად დაუცველ პენსიონერებს მიაწოდონ შესაბამისი მომსახურეობა, რომელიც მათ ესაჭიროებათ ყოველდღიურად", – განაცხადა გახარიამ.