Accentnews.ge
უცნაური “პრევენცია”  რუსეთთან “საზღვარზე”: რატომ არ ელის ცხინვალი COVID-19-ს ჩრდილოეთიდან

უცნაური “პრევენცია”  რუსეთთან “საზღვარზე”: რატომ არ ელის ცხინვალი COVID-19-ს ჩრდილოეთიდან

17/03/2020 13:20:11 კონფლიქტები

ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში ამ დროისთვის, ოფიციალური ინფორმაციით, კორონავირუსზე ეჭვით 5 პირია კარანტინში. მათგან ოთხი, როგორც ცხინვალში აცხადებენ, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდანაა შესული, ერთი – არაბეთის ემირატებიდან. ამასთან, სატესტო სისტემები COVID-19-ის გამოსავლენად ოკუპირებულ რეგიონში არ აქვთ, ისევე, როგორც მეტ-ნაკლებად სათანადოდ მოწყობილი საკარანტინო სივრცეები.

ჯერ კიდევ რამდენიმე დღის წინ დე ფაქტო რეჟიმმა ოკუპირებულ ტერიტორიაზე შესვლა აუკრძალა უცხოეთის ყველა მოქალაქეს, გარდა იმ აღიარებული თუ არაღიარებული სახელმწიფოების წარმომადგენლებისა, რომელთაც მასთან ე.წ. უვიზო რეჟიმი გააჩნიათ – ანუ, მარტივად რომ ვთქვათ, მისი “დამოუკიდებლობის” ამღიარებლებისა. შესაბამისად, რუსეთთან, სადაც ახალი ტიპის კორონავირუსის გავრცელების კუთხით ვითარება ყოვედღიურად მძიმდება (ბოლო ერთი დღე-ღამის განმავლობაში დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 1,5-ჯერ – ოფიციალური ინფორმაციით, 93-მდე გაიზარდა და სხვადასხვა წყაროებით კვლავინდებურად ვრცელდება ხმები კრემლის მიერ ინფიცირებულთა რეალური რაოდენობის მალვის თაობაზე), ე.წ. საზღვარი არ ჩაკეტილა – ითქვა მხოლოდ, “კონტროლი გამკაცრდებაო”.

თუმცა როგორც ირკვევა, ეს კონტროლიც ზერელედ წარმოებს.

“საზღვარს ყოველდღიურ რეჟიმში ვკვეთ. სიცხეს ზომავენ ხოლმე. ყველას უზომავენ თუ არა - ვერ გეტყვით… დღეს ჩემთვის აღარ გაუზომიათ, გუშინ კი გამიზომეს. თავად მებაჟეები, მესაზღვრეები ნიღბებითა და ხელთათმანებით არ სხედან. უბრალოდ საპასპორტო კონტროლს რომ გაივლით, მერე ექიმი გხვდებათ და სპეციალური მოწყობილობით სიცხეს გიზომავთ. პირადად მე არ შევსწრებივარ, ვინმე უკან გაებრუნებინოთ და ისე ვერ გეტყვით” – ამბობს ტაქსის მძღოლი, რომელიც კერძო გადაზიდვებს ყოველდღიურ რეჟიმში აწარმოებს.

12 მარტს სამომხმარებლო კონტროლის დე ფაქტო კომიტეტმა (Югоосетпотребнадзор) “ცხელი ხაზის” ამოქმედების შესახებ განაცხადა უცხოეთიდან დაბრუნებული პირებისთვის, რომლებიც ვალდებულები არიან, “სახელმწიფოს” მოგზაურობის ისტორია და სხვა მონაცემები შეატყობინონ, ყველა დანარჩენს კი “ცხელი ხაზის” მეშვეობით კონსულტაციის მიღების შესაძლებლობა ეძლევა.

რაც შეეხება ახალი ტიპის კორონავირუსის გამოსავლენად აუცილებელ ტესტ-სისტემებს, ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში მათ რუსეთიდან მიმდინარე კვირის განმავლობაში ელიან.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S