Accentnews.ge
მოსკოვი სოხუმსა და ცხინვალს შეზღუდვებს უწესებს

მოსკოვი სოხუმსა და ცხინვალს შეზღუდვებს უწესებს

17/03/2020 15:03:26 კონფლიქტები

მოსკოვი ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მაცხოვრებლებს შეზღუდვებს უწესებს: ახალი ტიპის კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო ამიერიდან ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლას აღნიშნული რეგიონების მხოლოდ რუსეთის მოქალაქის პასპორტის მქონე მაცხოვრებლები შეძლებენ.

შესაბამისი ნოტა ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში რუსეთის ფედერაციის ე.წ. საელჩოებმა გაავრცელეს.

«სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის მოქალაქეები, რომელთაც რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობა გააჩნიათ, შეძლებენ რუსეთის ტერიტორიაზე შესვლას მხოლოდ რუსეთის ფედერაციის მოქალაქის პასპორტებით», - განმარტებულია ნოტაში.

ცხინვალიში მოქმედი ე.წ. საელჩო ასევე წყვეტს “ყველა კატეგორიის ვიზებზე უცხოეთის მოქალაქეებისა და მოქალაქეობის არმქონე პირთა განაცხადების მიღებას, გარდა დიპლომატიური, სამსხურებრივი, ჩვეულებრივი საქმიანი ვიზებისა, ასევე ჩვეულებრივი კერძო ვიზებისა უცხოეთის მოქალაქეებისა და მოქალქეობის არმქონე იმ პირებისთვის, რომლებიც რუსეთის ფედერაციაში ახლო ნათესავების გარდაცვალების მიზეზით მიემგზავრებიან”.

• რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, 18 მარტიდან 1 მაისის ჩათვლით უცხოეთის მოქალაქეებისა და მოქალაქეობის არმქონე პირთა ქვეყნის ტერიტორიაზე დაშვება აკრძალოს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S