
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ბრიფინგების ტრანსლირების განსხვავებულ რეჟიმზე გადადის
18/03/2020 08:52:31 საშინაო პოლიტიკა, საზოგადოება
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ბრიფინგების ტრანსლირების განსხვავებულ რეჟიმზე გადადის. ამის შესახებ საქქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, პრეს–სპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
"მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო საზოგადოებრივ მაუწყებელს, რომელმაც მოგვცა იმის შესაძლებლობა, რომ თითოეულ მაუწყებელს ჰქონდეს საშუალება, მიიღოს საერთო სიგნალი, რომლითაც თქვენ შეძლებთ ჩვენს მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიღებას და გავრცელებას", - განაცხადა ჩიქოვანმა.
მისივე თქმით, იმისთვის, რომ ჟურნალისტებისთვის კითხვებზე პასუხის გაცემა დროულად და შეუფერხებლად მოხდეს, ახალი საკომუნიკაციო პლატფორმა შეიქმნება:
„იმისთვის, რომ უზრუნველვყოთ თქვენი დაცულობა, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ბრიფინგების ტრანსლირების განსხვავებულ რეჟიმზე გადადის. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო საზოგადოებრივ მაუწყებელს, რომელმაც მოგვცა იმის შესაძლებლობა, რომ თითოეულ მაუწყებელს ჰქონდეს საშუალება, მიიღოს საერთო სიგნალი, რომლითაც თქვენ შეძლებთ ჩვენს მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიღებას და გავრცელებას. ასევე თქვენ გექნებათ საშუალება წინასწარ მოაწოდოთ მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურს შეკითხვები, რომელზეც ჩვენ ამომწურავად გაგცემთ პასუხს. რა თქმა უნდა გვესმის, რომ ეს საქმიანობა მოითხოვს ოპერატიულობას და გეტყვით, რომ ოპერატიულ რეჟიმში შეიქმნება საკომუნიკაციო პლატფორმა და მზად ვართ ნებისმიერ თქვენს შეკითხვას ვუპასუხოთ“.