Accentnews.ge
პრემიერი სოფლის მეურნეობის სამინისტროს 7 უმთავრეს პროდუქტზე ფასების შენარჩუნებას ავალებს

პრემიერი სოფლის მეურნეობის სამინისტროს 7 უმთავრეს პროდუქტზე ფასების შენარჩუნებას ავალებს

18/03/2020 11:37:57 საშინაო პოლიტიკა, ეკონომიკა

საქართველოს პრემიერ–მინისტრი სოფლის მეურნეობის სამინისტროს 7 უმთავრეს პროდუქტზე სადღეისოდ არსებული ფასების შენარჩუნებას ავალებს. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„პრემიერ-მინისტრის მხრიდან იქნა გაცემული დავალება, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტრომ დაიწყოს ბიზნესთან კონსულტაციები, რათა 7 უმთავრეს პროდუქტზე იქნეს შენარჩუნებული ფასები და ფასების მერყეობა მოქალაქეებზე არ იყო ასახული. შესაბამისად, სოფლის მეურნეობა ბიზნესთან კონსულტაციით დაიწყებს მუშაობას ისეთ მექანიზმზე, რომელიც საშუალებას მოგვცემს, რომ ჩვენს მოსახლეობაზე მაქსიმალურად ნაკლებად ცვალებადი ფაქსები იყოს ამ პროდუქტებთან“, - განაცხადა ჩიქოვანმა.

თავის მხრივ, სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ის სასურსათო პროდუქტები დაასახელა, რომლებზეც ფასი არ გაიზრდება.

მინისტრის თქმით, ეს პროდუქტებია: ბრინჯი, მაკარონი, მზესუმზირის ზეთი, შაქარი, ხობრალი, ფქვილი, რძის ფხვნილი და რძის ფხვნილისგან წარმოებული პროდუქტები.

„ჩვენ გვექნება განსაკუთრებული მექანიზმი, რომ ძირითად სასურსათო პროდუქტებზე იმპორტიორებისთვის დავაზღვიოთ ეკონომიკური და სავალუტო რისკები", - დასძინა დავითაშვილმა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S