Accentnews.ge
სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი–საწვავის ხარჯვაზე: „ დიდი რეგიონი ვართ“

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი–საწვავის ხარჯვაზე: „ დიდი რეგიონი ვართ“

04/06/2019 14:15:10 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორ ალექსანდრე მოწერელიას განცხადებით, ბუნებრივია, რომ გუბერნატორებს შორის მან ყველაზე მეტი საწვავი დახარჯა, რადგან სამეგრელო-ზემო სვანეთი დიდი რეგიონია. 

"აუდიტის სამსახური გეგმაზომიერად ამოწმებს ყველა სახელმწიფო ორგანიზაციას, ეს ერთი. თუ ჩვენ გვაქვს შედარებით მეტი ხარჯი საწვავის, ეს ბუნებრივიც არის, ვინაიდან ჩვენ დიდი რეგიონი ვართ, მაღალმთიანი ნაწილიც ძალიან დიდი არის ჩვენს რეგიონში და რაც შეეხება არასამუშაო დღეებს, თქვენ შეგიძლიათ, ძალიან მარტივად ნახოთ, რომ შაბათ-კვირასაც კი მე ვიმყოფები ძალიან ხშირად ჩვენი რეგიონის სხვადასხვა სოფელში და ამდენად, როგორ ითვლება ეს, რომ არასამუშაო დღეს მე გადახარჯვა მაქვს-არ მაქვს, არ ვიცი, როგორ ითვლება“, - განაცხადა მოწერელიამ.

ცნობისთვის: IDFI–ს კვლევის თანახმად, შვიდმა გუბერნატორმა ორ წელიწადში 130 ათასი ლიტრი საწვავი მოიხმარა. კვლევის მიხედვით, საწვავზე 2017-2018 წლებში ყველაზე მეტი ხარჯი სამეგრელო-ზემო სვანეთისა და სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორებმა გასწიეს. კვლევის ავტორების შეფასებით, მათ იმდენი ბენზინი მოიხმარეს, რამდენიც დედამიწისთვის სამჯერ შემოვლისთვის იქნებოდა საკმარისი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S