Accentnews.ge
მლეთა-გუდაურის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

მლეთა-გუდაურის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

19/03/2020 05:13:45 რეგიონები, რეკლამა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, მლეთა-გუდაურის მონაკვეთზე მოძრაბა აღდგა. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის(რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)–კობის და დარიალი-ლარსის (კმ126-კმ137) მონაკვეთებზე, ინტენსიური თოვის გამო ზვავსაშიშროების საფრთხის დონე მაღალია, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთებზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

ამავე გზის მლეთა-გუდაურის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში.

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S