„უკეთესის იმედი გვქონდა, მაგრამ ყველაზე უარესისთვის მოვემზადეთ“

19-03-2020 10:49:20 კავკასია

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი უარყოფს ბრალდებებს, რომ ქვეყნის მთავრობა ახალი ტიპის კორონავირუსის საფრთხეს სათანადოდ ვერ აფასებდა.

„მივიღე გადაწყვეტილება, 30 იანვარს სამუშაო ჯგუფი ჩამომეყალიბებინა, რათა ვირუსის გავრცელების პრევენცია მოგვეხდნია. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ სათანადოდ ვაფასებდით საფრთხეს, რადგან ჩვენ გლობალური სამყაროს ნაწილი ვართ და სომხეთის კავშირები გარესამყაროსთან მნიშვნელოვნად გაიზარდა. აშკარა იყო, რომ ის პროცესები, რასაც ჩინეთში ჰქონდა ადგილი, სომხეთზეც აისახებოდა. ჩვენ ყველაზე უკეთესის იმედი გვქონდა, მაგრამ ყველაზე უარესისთვის მოვემზადეთ“, - აღნიშნა ფაშინიანმა.

ცნობისთვის: კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა სომხეთში 110-მდე გაიზარდა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები