Accentnews.ge
„თავდაცვის ხარჯების გაზრდის გარდა, NATO–ს მოკავშირეებს სხვა არჩევანი არ აქვთ“

„თავდაცვის ხარჯების გაზრდის გარდა, NATO–ს მოკავშირეებს სხვა არჩევანი არ აქვთ“

04/06/2019 17:24:09 სხვა, მსოფლიო

აშშ–ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებით, თავდაცვის ხარჯების გაზრდის გარდა, NATO–ს მოკავშირეებს სხვა არჩევანი არ აქვთ.

ამის შესახებ შეერთებული შტატების ლიდერმა დიდი ბრიტანეთის პრემიერ–მინისტრ ტერეზა მეისთან გამართული მოლაპარაკების შემდეგ განაცხადა. 

„მე და პრემიერ–მინისტრი შევთანხმდით, რომ NATO–ს მოკავშირეებმა  თავდაცვის ხარჯები უნდა გაზარდონ. გვაქვს მოლოდინი, რომ მოკავშირეები თავდაცვის ხარჯებს, სულ მცირე, 2%–ით გაზრდიან. იმისათვის, რომ სადღეისოდ არსებულ გამოწვევებს ვუპასუხოთ, აუცილებელია, ალიანსის ყველა წევრმა შეასრულოს თავიანთი ვალდებულებები. მათ უბრალოდ სხვა არჩევანი არ აქვთ“, – განაცხადა ტრამპმა. 

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S