
"კონკურენტებს კომპლექსები აქვთ, როდესაც "ძველი ბიჭების ეშინიათ... ბავშვობიდან გამოყოლილი კომპლექსია"
04/06/2019 18:32:13 ციტატა
"მგონი, ჩვენს კონკურენტებს კომპლექსები აქვთ, როდესაც რაღაც "ძველი ბიჭების" ეშინიათ. ეს ბავშვობიდან გამოყოლილი კომპლექსია ... ძალიან კარგია, თუ ადამიანები, რომლებიც ავტორიტეტით სარგებლობენ უბანში და ვისაც აქვს გავლენა, მათ შორის, საკუთარ მეზობლებზე და უბანზე, ე.ი. ის ღირსეული ადამიანია და ძალიან კარგია, თუ ასეთი ადამიანების უმრავლესობა "ქართული ოცნების" მხარდამჭერია. ამას მივესალმებით ნამდვილად. ჩვენი კონკურენტების პრობლემაა, თუ ისინი ამაში საფრთხეს ხედავენ”.
განუცხადა ტელეკომპანია "რუსთავი 2"–ს თბილისის საკრებულოს “ქართული ოცნების” დეპუტატმა რევაზ სოხაძემ.
"ევროპული საქართველოს" ინფორმაციით, მმართველი მთაწმინდის არჩევნების მეორე ტურში კრიმინალური ავტორიტეტების მობლიზებას და ამომრჩეველთა ნებაზე გავლენის მოხდენას ცდილობს.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021