Accentnews.ge
„დღეს ზედმეტი წუწუნისა და სარგებლის ძიების დრო არ არის. ყველა ერთად უნდა ვებრძოლოთ უსარგებლობას“

„დღეს ზედმეტი წუწუნისა და სარგებლის ძიების დრო არ არის. ყველა ერთად უნდა ვებრძოლოთ უსარგებლობას“

19/03/2020 14:51:35 საშინაო პოლიტიკა

„დღეს ზედმეტი წუწუნისა და სარგებლის ძიების დრო არ არის. ყველა ერთად უნდა ვებრძოლოთ უსარგებლობას“, – ამის შესახებ ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.

„მსოფლიოში უკვე ინფიცირებულია 176 ქვეყანა. კორონავირუსი დაუდასტურდა 220 000 მოქალაქეს. ევროპაში მდგომარეობა მნიშვნელოვნად უარესდება. საკმაოდ დიდი ეკონომიკური ზიანი მიადგა მსოფლიოს. საქართველოში პირველი შემთხვევიდან 3 კვირა გავიდა. ამ დრომდე ე.წ. "შეკავების ფაზა" ზიანის გარეშე, წარმატებით გავიარეთ. შესაძლო ეპიდემიოლოგიური სცენარით ინფიცირებუთა რაოდენობა მოიმატებს და მისი სიხშირე, გარდა პროცესის სწორად მართვისა, დამოკიდებულია მოქალაქეების სოციალურ პასუხისმგებლობაზე, რისი დეფიციტიც რიგ შემთხვევებშიც აშკარად შეინიშნება.უმნიშვნელოვანესია კერძო სექტორის როლი ამ რთულ ვითარებაში. ბევრი მათგანი სახელმწიფოს და საზოგადოებას თანადგომას უცხადებს, ზოგი კი, ამ რთულ ვითარებაში, მხოლოდ სარგებელს ეძებს. ჩვენ, ყველამ ერთად, უნდა ვებრძოლოთ უსარგებლობას. დღეს არც ზედმეტი წუწუნის და არც სარგებლის ძიების დროა“, – განაცხადა ხუნდაძემ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S