
"სადღეისოდ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების აუცილებლობა არ არის"
19/03/2020 17:38:39 საშინაო პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, სადღეისოდ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების აუცილებლობა არ არსებობს.
„დღეის მდგომარეობით საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების აუცილებლობა არ არსებობს, თუმცა პრეზიდენტთან შეთანხმებით გადავწყვიტეთ, რომ როგორც კი ეს აუცილებლობა დადგება, ჩვენ შევძლებთ რამდენიმე საათში ამ გადაწყვეტილების მიღებას და შემდგომ აღსრულებას. ეს გადაწყვეტილება შეიძლება, მივიღოთ ხვალ, ზეგ, მაზეგ და როგორც კი ჯანდაცვის სისტემა გვეტყვის, რომ ვირუსის გავრცელების შეჩერების მიზნით ეს გადაწყვეტილება უნდა იქნეს მიღებული, ჩვენ ამ გადაწყვეტილებას მივიღებთ“, - განაცხადა გახარიამ.