Accentnews.ge
ზესტაფონში სატვირთო მატარებლის ვაგონში გაჩენილ ხანძარს მსხვერპლი მოჰყვა

ზესტაფონში სატვირთო მატარებლის ვაგონში გაჩენილ ხანძარს მსხვერპლი მოჰყვა

20/03/2020 06:13:50 სამართალი, რეგიონები

ზესტაფონში სატვირთო მატარებლის ვაგონს ცეცხლი გაუჩნდა, რასაც შუახნის მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. მატარებელი ფოთი-თბილისის მიმართულებით გადაადგილდებოდა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ ერთი ვაგონი სრულად დაიწვა. მისივე ცნობით, ხანძარი ამ დროისთვის ლოკალიზებულია. ადგილზე 3 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობდა.

საქმეზე გამოძიება 188-ე მუხლის მე-3 ნაწილით დაიწყო.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S