Accentnews.ge
რუმინეთიდან დაბრუნებული ქართველი სამხედროები გორის სამხედრო ჰოსპიტალის საკარანტინო ზონაში გადაიყვანეს

რუმინეთიდან დაბრუნებული ქართველი სამხედროები გორის სამხედრო ჰოსპიტალის საკარანტინო ზონაში გადაიყვანეს

20/03/2020 07:31:07 თავდაცვა

რუმინეთიდან დაბრუნებული ქართველი სამხედროები გორის სამხედრო ჰოსპიტალის საკარანტინო ზონაში გადაიყვანეს. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ისინი წვრთნებში მონაწილეობდნენ, რომელიც აპრილის ბოლოს უნდა დასრულებულიყო, თუმცა სამხედროები სამშობლოში კურსის დასრულებამდე დააბრუნეს.

"ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეები საქართველოში რუმინეთის საჰაერო ძალების თვითმფრინავით დაბრუნდნენ. ქართველი სამხედროები რუმინეთში, წვრთნებში მონაწილეობდნენ, რომელიც აპრილის ბოლოსკენ უნდა დასრულებულიყო. თუმცა, მსოფლიოში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, რუმინეთის ეროვნული თავდაცვისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ერთობლივი გადაწყვეტილებითა და შესაბამისი დანაყოფების კოორდინირებული ქმედებებით, ქართველი სამხედროები სამშობლოში კურსის დასრულებამდე სპეციალური რეისით დაბრუნდნენ. აღნიშნული, ორმხრივი სამხედრო თანამშრომლობის ნათელი გამოხატულებაა და პარტნიორობის წარმატებული მაგალითია. საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, სამთავრობო უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციების გათვალისწინებით და თავდაცვის მინისტრის მიერ გამოცემული ბრძანების თანახმად, თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან სამხედროები გორში, გიორგი აბრამიშვილის სახელობის სამხედრო ჰოსპიტლის საკარანტინო ზონაში გადაიყვანეს, სადაც ისინი ორი კვირის განმავლობაში სამედიცინო პერსონალის მეთვალყურეობის ქვეშ დარჩებიან", – აცხადებენ საქართველოს თავდაცვის სამინისტროში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S