
სასაზღვრო - გამშვებ პუნქტებზე დამატებითი საკარანტინე სივრცეები მოეწყობა
20/03/2020 08:40:24 საშინაო პოლიტიკა
საქართველოს სასაზღვრო - გამშვებ პუნქტებზე დამატებითი საკარანტინე სივრცეები მოეწყობა. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, საკარანტინე სივრცეები მოეწყობა ლარსთან, წითელ ხიდთან და სარფთან.
„მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ სასაზღვრო - გამშვებ პუნქტებზე, ლარსში, წითელ ხიდზე და სარფთან სიახლოვეს მოეწყოს დამატებითი საკარანტინე შესაძლებლობები, რაც საშუალებას მოგვცემს უკეთესად ვმართოთ ეს ვითარება“, - განაცხადა ჩიქოვანმა.
მისივე თქმით, საქართველოში ჩამოსული ყველა მოქალაქე საკარანტინე ზონაში იქნება გადაყვანილი:
"აქვე, მინდა ხაზი გავუსვა და გაცნობოთ, რომ ყველა მოქალაქე, რომელიც შემოდის საქართველოში – თქვენ იცით, რომ ჩვენ უკვე რამდენიმე დღეა, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ქვეყანაში შემოდიან მხოლოდ საქართველოს მოქალაქეები, მიუხედავად იმისა, თუ საიდან მოემგზავრებიან ისინი, გადაინაცვლებენ საკარანტინე ზონაში და იქნებიან ექიმების დაკვირვების ქვეშ. შესაბამისი პროცედურების გათვალსიწინებით იქნება მათ მიმართ გადაწყვეტილებები მიღებული:.