Accentnews.ge
პრეზიდენტი ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები მოსახლეობის დახმარებისათვის WHO-ს მადლობას უხდის

პრეზიდენტი ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები მოსახლეობის დახმარებისათვის WHO-ს მადლობას უხდის

20/03/2020 11:59:34 საშინაო პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები მოსახლეობის დახმარებისათვის ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას (WHO) მადლობას უხდის

"საქართველოს პრეზიდენტისა და WHO- ს გენერალური დირექტორის სატელეფონო საუბრის შემდეგ, რომლის დროსაც ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობაში კორონავირუსის გავრცელების რისკებისგან დაცვის აუცილებლობაზე იმსჯელეს, ოკუპირებულ აფხაზეთში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დელეგაცია ჩავიდა. პრეზიდენტი სოციალური ქსელის მეშვეობით მადლობას უხდის ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას სწრაფი რეაგირებისა და ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსთან საბრძოლველად ელემენტარული სამედიცინო დახმარების ჩატანისათვის", – ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

"ამ საერთო გაჭირვების ჟამს ჩვენ ვდგავართ ჩვენი მოქალაქეების გვერდით", - აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S